რუსეთი ვერ ახერხებს ძირითადი შეტევითი ოპერაციების" შენარჩუნებას, რაც საჭიროა ზაპოროჟიეს დასაკავებლად, იტყობინება ომის შესწავლის ინსტიტუტი (ISW) 4 თებერვალს.
ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტი იტყობინება, რომ რუსეთის ძალებმა განახორციელეს შეტევითი ოპერაციები ბახმუტთან და ვუჰლედართან, თუმცა შეანელეს მათი შეტევები დონეცკის დასავლეთ გარეუბანში.
რუსულმა ძალებმა ასევე წამოიწყეს „შეზღუდული შეტევითი ოპერაციები“ სვატოვოს ჩრდილო-დასავლეთით და განაგრძეს ოპერაცია კრემენაიას ირგვლივ.